გიორგი ალადაშვილმა, საგარეჯოში გამართულ ეროვნული ლიგა 2 – ის ტურის მონაწილეებს უგულშემატკივრა.

საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული ლიგა 2 – ის 36- ე ტურის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გარეჯი 1960″ ფოთის კოლხეთსდაუპირისპირდა.

შეხვედრა 1-1 –ით დამთავრდა და ფოთის კოლხეთის გუნდმა ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა.

გადამწყვეტ თამაშს უამრავ გულშემატკივართან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულო, გიორგი დოხტურიშვილი და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.