გიორგი ალადაშვილმა ლაგოდეხის ახალი საბავშვო ბაღის საზეიმოდ გახსნაში მიიღო მონაწილეობა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში, ახალი საბავშვო ბაღი ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში გახსნეს მუნიციპალური განვითარების ფონდის, რეგიონული, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ჭაბუკიანში სააღმზრდელო დაწესებულება 100 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და იგი ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. ბაღის სამშენებლო პროექტში გათვალისწინებული იყო შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა.

შეგახსენებთ, რომ პროექტის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 4,4 მილიონი ლარი შეადგინა.