კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ხელმძღვანელობით რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან მორიგი, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და გეგმა – გრაფიკის შესაბამისი შესრულების ვადები;
დასუფთავების საკითხები;
სოციალური საკითხები;
ახალი წლის დღეების აღნიშვნის მიზნით, მიმდინარე საორგანიზაციო საკითხები და მზადების პროცესი.