გიორგი ალადაშვილმა თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს სააღდგომო ნობათი გადასცა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო ნობათი გადასცეს.

თუშეთის მიმართულებით ავიარესი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა შეასრულა, რადგან თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ოქტომბრის ბოლოდან მაისის შუა რიცხვებამდე იკეტება. აღნიშნული გზის გახსნამდე, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თუშეთის მიმართულებით უფასო ავიარეისებს რეგულარულად ასრულებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სასურსათო ნობათი, თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს, დღესასწაულებზე ყოველთვის გადაეცემათ.