გიორგი ალადაშვილმა ანსამბლის – “შემოძახილის” წევრებს გამარჯვება პირადად მიულოცა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, გამარჯვება პირადად მიულოცა პროექტ „ხალხურის“ პირველი სეზონის გამარჯვებული ანსამბლის „შემოძახილის” წევრებს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი ალადაშვილმა ანსამბლის ხელმძღვანელს ვასო კორნიენკოს და ანსამბლის წევრებს უმასპინძლა ადმინისტრაციაში, სადაც რწმუნებულმა კახეთის ღირსეულად წარმოჩენისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა ვასო კორნიენკოს.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ანდრო სიმაშვილის სახელობის ანსამბლმა „შემოძახილი,” „ხალხურის“ კონკურსში კახეთის რეგიონიდან კახური ფოლკლორული ნაწარმოებები შეასრულა და კონკურსის პირველი სეზონის გამარჯვებული გახდა.