გიორგი ალადაშვილის მხარდაჭერით, ახმეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საქართველოს პარლამენტის წევრმა გელა სამხარაულმა უმასპინძლა.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო და ქვემო ალვანის საჯარო სკოლების მოსწავლეებს საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრმა გელა სამხარაულმა უმასპინძლა.

ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.

ზემო და ქვემო ალვანის საჯარო სკოლების მოსწავლეების შემეცნებითი ტური საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქალთა ორგანიზაციის კახეთის რეგიონული საბჭოს ინიციატივით და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.