კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა კახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
-2025 წელს დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები;
-სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრები რეგიონის მასშტაბით, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან;
-სოციალურ – ეკონომიკური მიმართულება.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე, გივი მეტრეველი, ლევან ლილუაშვილი და ადგილობრივი თითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, არჩილ თხლაშიძე.