გივი ზაუტაშვილი, ყვარელში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

დღეს, ქალაქ ყვარელში, საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს დურუჯის ქუჩაზე და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში.
“მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ საბუესა და ქალაქ ყვარელში გავეცანი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას. ქალაქ ყვარელში, დურუჯის ქუჩაზე დაგეგმილია 2 350 მეტრი ასფალტის საფარის დაგება და რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოების ღირებულება 1 239 790 ლარს შეადგენს. რაც შეეხება სოფელ საბუეს, აქ  “ფიქალებთან” მისასვლელ გზაზე დაიგება 1 384 მეტრი ასფალტის საფარი და მოეწყობა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები. პროექტის ღირებულება შეადგენს 501 910 ლარს,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე სამუშაოები, ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.