ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში, აღინიშნა სახალხო დღესასწაული „კვირაცხოვლობა,“ რომლის ფარგლებშიც მოეწყო სპორტული ღონისძიებები ქართულ ჭიდაობაში.
სპორტულ შეჯიბრებას ადგილობრივ მოსახლეობასთან და სპორტსმენებთან ერთად ესწრებოდნენ: ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი გიგა წიწრიაშვილი და მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პრიზიორები გამოვლინდნენ შემდეგ წონით კატეგორიებში:
35 კგ. I ადგილი – ჯაბა მოდებაძე, II ადგილი – ალექსი კობახიძე;
40 კგ. I ადგილი – გიორგი კაკონაშვილი, II ადგილი – ბადური ბერიანიძე;
45 კგ. I ადგილი – ლევან ჭანკოტაძე, II ადგილი – ნიკა არუთინაშვილი;
50 კგ. I ადგილი – ახმედ ალიევი, II ადგილი – გიორგი დალაქიშვილი;
55 კგ. – I ადგილი – ჯაბა ლუხოშვილი, II ადგილი – ნიკა მუშტარაული;
60 კგ. – I ადგილი – გიორგი პავლიაშვილი, II ადგილი – შაკო გულაშვილი;
66 კგ. – I ადგილი – გიგი ოტიაშვილი, II ადგილი – გიორგი ცისკარიშვილი;
73 კგ. – I ადგილი – გიორგი ახალაური, II ადგილი – ბექა უდესიანი;
81 კგ. – I ადგილი – ზურა სირაძე, II ადგილი – საბა ჭიკაძე;
აბსოლუტური – I ადგილი – ბექა წყალობაშვილი, II ადგილი – დიმიტრი გოჩილაიძე.
გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, თასები და მედლები.