გამწვანების აქციას ნიკოლოზ მეტრეველთან ერთად მოსწავლეებიც შეუერთდნენ

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც დღეს, თელავში გაიმართა გამწვანების აქცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაირგო 80 კვიპაროზის, ხოლო 5-5 პავლოვნიისა და ჰიმალაური კედარის ნერგი.
ახალმოწყობილ საკემპინგე ზონის გამწვანების აქციაში თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, ნიკოლოზ მეტრეველთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს თელავის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
უკვე 55 წელია, რაც დედამიწის დღე მსოფლიოში აღინიშნება მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი ღონისძიებებით. ცნობიერების ზრდასთან ერთად, იზრდება სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა და ჩართულობა.
რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტს, გამწვანებისა და დასუფთავების აქცია, უკვე მეოთხე წელია ეწყობა „გრინ ფორ ჯორჯიასთან“ ერთად.