ბელგიის დედოფალმა ბრიუსელში გახსნილი უპრეცედენტო ქართული გამოფენა დაათვალიერა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ბელგიის დედოფალმა მატილდა დ’უდეკემ დ’აკომ დაათვალიერა ბრიუსელის ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმში გახსნილი გამოფენა სახელწოდებით – „საქართველო – შეხვედრების ადგილი.“

სამინისტროს ცნობით, ბელგიის მეფე ფილიპემ და დედოფალმა მატილდა დ’უდეკემ დ’აკომ საერთაშორისო ფესტივალი ,,ევროპალია-საქართველო” ოფიციალურად 4 ოქტომბერს გახსნეს.

„ევროპალია- საქართველოს“ ფარგლებში გახსნილი უპრეცედენტო გამოფენის –„საქართველო – შეხვედრების ადგილი“ – ნახვა დამთვალიერებელს ბრიუსელის ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმში 2023 წლის 27 ოქტომბრიდან, 2024 წლის 18 იანვრამდე შეუძლია.