ახმეტის მუნიციპალიტეტს შვეიცარიის დელეგაცია ესტუმრა

გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის –,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოშიფარგლებში, შვეიცარიის დელეგაცია ესტუმრა ახმეტის მუნიციპალიტეტს.

უწყების ცნობით, ვიზიტის მიზნს წარმოადგენდა შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის გაცნობა.

ღონისძიების ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ აწყურის საჯარო სკოლაში განხორციელებულ აქტივობებს, გაიმართა პროექტის პრეზენტაცია. ახალგაზრდა კლიმატის ელჩებმა ისაუბრეს საკუთარ საქმიანობაზე, პროექტში მონაწილეობაზე და მიღებულ გამოცდილებაზე. გაიმართა გამოფენა პროექტის შედეგების და ახალგაზრდების ჩართულობის წარმოსაჩენად.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გივი მეტრეველი,შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) გენერალური დირექტორი, SDC-ის რეგიონალური დირექტორი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში.

ღონისძიების დასრულების შემდეგ შვეიცარიის, საქართველოს და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა გადაინაცვლეს მდინარე ზემო ხოდაშნის ხევზე არსებულ ნაპირსამაგრ ნაგებობასთან, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში აშენდა. გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით გეწაძემ დამსწრეებს კონსტრუქციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.