დღეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი ოფიციალურად გაიხსნა.
კულტურის სახლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები- ირაკლი ქადაგიშვილი, გელა სამხარაული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კულტურის სახლში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
აღნიშნული შენობის სრული რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა, რომლის ჯამური ღირებულება 1, 600 000 ლარია.
ახლად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში დაახლოებით 35 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.