ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უზრუნველყოფით, ახმეტის კულტურის სახლში ინტელექტუალური თამაშის „რა, სად, როდის?“ საშემოდგომო თამაში გაიმართა. ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობა მიიღო ახმეტის მუნიციპალიტეტის ხუთმა საჯარო სკოლამ:
- ახმეტის პირველი საჯარო სკოლა ,,1121;“
- ახმეტის მეორე საჯარო სკოლა „ინდიგო;“
- მატნის I საჯარო სკოლა ,,არისტოტელე;’’
- ქვემო ალვანის პირველი საჯარო სკოლა „ბაქრაძე და ბიჭები;”
- აწყურის საჯარო სკოლა ,,ჯიჯი.’’
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი – ქ. ახმეტის #1 საჯარო სკოლა ,,1121;“
II ადგილი – ქ.ახმეტის #2 საჯარო სკოლა ,,ინდიგო;“
III ადგილი – ქვემო ალვანის საჯარო სკოლა ,,ბაქრაძე და ბიჭები.’’
წლის საუკეთესო მოაზროვნედ დასახელდა პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ალექსი გაგანაშვილი.