2023 წლის 1 იანვრიდან, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, კონსორციუმმა, რომელსაც წარმოადგენს World Vision გერმანია, World Vision საქართველო და დანიის ლტოლვილთა საბჭო, საქართველოს 5 რეგიონში (კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, აჭარა და სამეგრელო) დაიწყო ახალი ოთხწლიანი პროგრამის განხორციელება სახელწოდებით „ERTAD – ერთად ოჯახების გაძლიერებისთვის“ – სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა საქართველოში – სიღარიბის დაძლევის მეთოდოლოგიის (Ultra-Poor Graduation Approach) გამოყენებით.“ კონსორციუმის მთავარი პარტნიორია ს.ს.ი.პ სოციალური მომსახურების სააგენტო.
„აღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონებში სიღარიბის შემცირების ხელშეწყობა და მოწყვლადი ოჯახების გაძლიერება, მათი აქტიური მონაწილეობის წახალისება სოციალურ–ეკონომიკურ ცხოვრებაში კონკრეტული სიღარიბის დაძლევის მეთოდოლოგიის განხორციელებითა და მისი დანერგვის მეშვეობით ცენტრალურ და ადგილობრივ პროგრამებში/სქემებში საქართველოს მთავრობის სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევების მხარდასაჭერად.
კახეთში აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში.
18 დეკემბერს, ყვარლის მუნიციპალიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, სამიზნე ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლები და სპეციალისტები, საჯარო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები, სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი და დაწესებულებების მენეჯერები,“ – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.