კომპანია Meta-ს კუთვნილ მესენჯერ WhatsApp-ში შესაძლებელი გახდა ერთდროულად ორი ანგარიშის გამოყენება.
„ახლა უკვე შეგიძლიათ, გამოიყენოთ ორი, მაგალითად, პირადი და სამუშაო WhatsApp-ანგარიში ერთდროულად. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთიდან მეორე აქაუნთზე გადასვლის დროს მესენჯერიდან გასვლა, ასევე, ორი ტელეფონის ტარება აღარ დაგჭირდებათ,“ – წერს WhatsApp.
მეორე ანგარიშის შესაქმნელად მომხმარებელს დასჭირდება მხოლოდ დამატებითი ტელეფონის ნომერი და SIM-ბარათი. აღსანიშნავია, რომ კონფიდენციალურობისა და შეტყობინებების პარამეტრების დაყენება თითოეული ანგარიშისთვის შესაძლებელია ცალ-ცალკე.