ენერგოეფექტურობა ქვეყნის განვითარების გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერით, საქართველო იღებს ვალდებულებებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაზე. მნიშვნელოვანია მოხდეს არსებული ენერგეტიკული მდგომარეობის შეფასება, დადგინდეს მისი გაუმჯობესების გზები, ჩამოყალიბდეს რეკომენდაციები და შემუშავდეს ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების დანერგვის სტრატეგია.
თანამედროვე საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ენერგორესურსების ეკონომიასა და გარემოზე დატვირთვის შესამცირებლად, სპეციალური პროგრამების შემუშავება.
სწორედ ამ მიზნით დღეს, თელავში UCMAS- ის ორგანიზებით, გაიმართა საინტერესო შემეცნებით ღონისძიება. 𝐔𝐂𝐌𝐀𝐒 – ი შეუერთდა ენერგოეფექტური დღეების კვირეულს და სპეციალურად მოწყობილ ღია სივრცეში ჩატარდა უფასო მასტერკლასები.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მენტალური არითმეტიკის პროგრამა ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ საინტერესო და სახალისო აქტივობებში, რაც მათ განუვითარებს მათემატიკურ და კოგნიტურ უნარებს და გახდის უფრო ჭკვიანებს. გარდა ამისა, ბავშვებისთვის ენერგოეფექტურობაზე საუბარი ვერ მოიტანს სასურველ შედეგს, ხოლო პრაქტიკული სავარჯიშოების მიცემა და გონებრივი განვითარება, მოზარდებს დაეხმარება დამოუკიდებლად მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები მაშინ, როდესაც იქნებიან არჩევანის წინაშე.
„ენერგოეფექტური დღეების კვირეულის ფარგლებში იმიტომ გადავწყვიტეთ ღონისძიების ჩატარება, რომ ჩენი წვლილი შევიტანოთ გარემოს მოფრთხილებასა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების საქმეში. გვინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული გარემოს დაცვით ღონისძიებებში, რადგან დღეს ისე, როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი გარემოს არსებობა. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმ გაზრდილ, მავნე ზემოქმედებების რიცხვს, რასაც ხშირად ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში.“- ნანა ჭიკაძე UCMAS- ის კახეთის ფილიალის მენეჯერი.
აღნიშნულ აქტივობაში ჩართულმა მონაწილეებმა აგრეთვე, მიიღეს ექსკლუზიურად გრანდიოზული ფასდაკლებების შეთავაზებები.
UCMAS- ის მიერ ჩატარებულ ღონისძიებას აგრეთვე შუერთდა:
სახელოსნო-Workshop, რომელმაც ბავშვებს ეკოლოგიურად სუფთა საღებავებით მოუხატა სახე;
თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი, რომელმაც ენერგო ეფექტურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა სხვადასხვა სახის სახალისო და შემეცნებით აქტივობები.
სამაგიდო თამაშების კლუბი “თავსატეხი” რომელიც წარმოდგენილი იყო რამდენიმე სამაგიდო თამაშით;
ტურისტული კომპანია Dina Travel, რომელმაც მონაწილეებს გააცნო სპეციალური შეთავაზებები.
ღონისძიების მხარდამჭერი იყო თელავის მუნიციპალიტეტის მერია. თელავის მერის მოადგილემ, ფიქრია ყუშიტაშვილმა ადგილზე მოინახულა მიმდინარე აქტივობები და ისაუბრა მსგავსი სახის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებების მნიშვნელობაზე.
„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ასეთ საჭირო და სასარგებლო ინიციატივებს. აუცილებელია გავზარდოთ ჩენი მოქალაქეების ჩართულობა და ხელი შევუწყოთ ჯასაღი აზროვნების, ქცევის, ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ვდგავართ დიდი გლობალური გამოწვევების წინაშე.“ – აღნიშნა ფიქრია ყუშიტაშვილმა.
მოსახლეობის რაოდენობის მატების, ინდუსტრიალიზაციის, ენერგორესურსების მოხარების ზრდის შედეგად, იზრდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაც. შესაბამისად, შედეგები, რომლებსაც შესაძლოა დღეს ვერ ვგრძნობდეთ, ხვალ თვალსაჩინო გახდება და შექმნის პრობლემებს.
ამდენად, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ენერგოეფექტურობის მიმართულებით ხარისხიანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა.