‘’The New York Times-ის’’ რჩეულ კერძებს შორის აჭარული ხაჭაპური მოხვდა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემის, ‘’The New York Times-ის“ რჩეულ კერძებს შორის მოხვდა ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძი, აჭარული ხაჭაპური.

ამერიკულმა გამოცემამ, საკუთარ პლატფორმაზე გამოაქვეყნა აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი და მომზადების წესი.

ხაჭაპური, რომელიც ქართული სამზარეულოს გამორჩეული კერძია, ბევრი სახეობის არსებობს, მაგრამ მათი უმეტესობა ცომის გუნდაში ყველის მოთავსებას და ყველის გალღობამდე მის გამოცხობას გულისხმობს. ხაჭაპურის ყველაზე ცნობილი ნაირსახეობა აჭარიდან, შავიზღვისპირეთიდან მოდის. ის ნავის ფორმის მქონე გახსნილი პურია, რომელსაც კვერცხის გულთან და კარაქის ნაჭერთან ერთად უნდა ამოურიოთ. ტრადიციულად, აჭარული ხაჭაპურის მომზადებისას მძაფრი გემოს მქონე იმერულ ყველსა და სულუგუნს იყენებენ, მაგრამ აშშში მათი პოვნა რთული საქმეა.– წერს ‘’The New York Times-ის’’ კონტრიბუტორი, დანიელა გალარსა.

შეგახსენებთ რომ, აჭარულ ხაჭაპურთან ერთად, გამოცემის რჩეულ კერძებს შორის მოხვდა ლობიოს სალათი და ქინძის სოუსი.