ლაზერულ ეპილაციაზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება და სულ უფრო აქტუალური ხდება სწორად შერჩეული ლაზეროთერაპევტის საკითხი. იმისთვის, რომ არსასურველი თმის მოცილების პროცედურა იყოს უსაფრთხო და ეფექტური, აუციელებელია ყურადღება მივაქციოთ ლაზეროთერაპევტის კვალიფიკაციას და პროფესიონალიზმს.
pr-mc.ge გაგაცნობთ ლაზეროთერაპევტს თელავიდან, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, სანდო და შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას.
მეგი აივაზაშვილი, რომელმაც საკუთარი ესთეტიკის კაბინეტი “Laser Time,” ჯერ კიდევ ორი წლის წინ თელავში, (აკაკი წერეთლის 3 – ში ღვთაების ტაძართან) გახსნა, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიზეზი, თუ რატომ იზრდება მოთხოვნა „Laser Time”- ზე, უმთავრესად არის ლაზეროთერაპევტის – მეგი აივაზაშვილის პაციენტთან მიდგომის ცოდნა და პროფესიონალიზმი.
როგორც მეგი აივაზაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, „Laser Time” აღჭურვილია უახლესი აპარატურით, ხოლო ეპილაციის პროცედურის დაწყება ხდება ჰიგიენის ყველა სტანდარტის დაცვით.
„ჩვენთან აპარატურა არის უახლესი, ვიყენებ სამ სხივიან აპარატს, რომელსაც აქვს საოცარი მოყინვის ეფექტი. ეს კი საშუალებას გვაძლევს ლაზერული ეპილაციის პროცედურა იყოს არა თუ აბსოლუტურად უმტკივნეულო, არამედ სასიამოვნოც კი,“ – აღნიშნავს ლაზეროთერაპევტი მეგი აივაზაშვილი.
მეგი აივაზაშვილმა ჯერ კიდევ 19 წლის ასაკიდან დაიწყო მუშაობა კანისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მიმართულებით, ექთნის პოზიციაზე. როგორც მეგიმ pr-mc.ge – სთან საუბარში აღნიშნა, იგი თავიდანვე დაინტერესებული ყოფილა ესთეტიკით, ყველაფერ იმით, რაც ადამიანის სილამაზეს, ჯანმრთელობას და თავის მოვლას უკავშირდება.
„გავიარე კოსმეტოლოგიის კურსები და 5 წელი ვიმუშავე კოსმეტოლოგად, მაქვს შესაბამისი სერთიფიკატი. მალევე დავინტერესდი და გამიტაცა ლაზეროთერაპევტის პროფესიამ. საწყის ეტაპზე ვმუშაობდი, როგორც დაქირავებული პირი. ახლა უკვე მაქვს საკუთარი ესთეტიკის ცენტრი და უკვე 2 წელზე მეტია, ვემსახურები მომხმარებლებს,“ – მეგი აივაზაშვილი.
„Laser Time” მთლიანად მორგებულია მომხმარებლის ინტერესებზე და მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. საჭიროა მხოლოდ წინასწარ შეთანხმება დროზე. ლაზერული ეპილაციის ფასები დამოკიდებულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე და იმაზე, თუ რა ზონაზეა საუბარი.
„ნებისმიერ დროს შესაძლებელია მომსახურების მიღება დროში შეთანხმებით. ჩვენთან ფასი განაპირობებს ხარისხს, რადგან იხარჯება საჭიროზე მეტი ოდენობის იმპულსი არ უკეთდება ეკონომია, რადგან მე ორიენტირებული ვარ შედეგზე და ჩემთვის მნიშვნელოვანია მყავდეს რაც შეიძლება ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი. მაბედნიერებს თითოეული მადლიერი ადამიანი,“- აღნიშნავს მეგი აივაზაშვილი.
“Laser Time” გარდა ლაზერული ეპილაციის პროცედურისა, მომხმარებელს სთავაზობს სასწავლო კურსს. სწავლების დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი და დასაქმების რეკომენდაცია. გარდა ამისა, “Laser Time” მომხმარებელს სთავაზობს სიახლეს, სახის საწმენდი აპარატის სახით.
თუ ჯერ კიდევ არ იცი, სად შეიძლება სანდო, ხარისხიანი, ეფექტური მომსახურების მიღება ლაზერულ ეპილაციაზე, ახლა გაქვს გზამკვლევი, სად შეგიძლია მიიღო მომსახურება სასიამოვნო, სუფთა და ჯანსაღ გარემოში. რაც მთავარია, კვალიფიციურ და პროფესიონალ ლაზეროთერაპევტთან ერთად.