პრესტიჟული სპორტული გამოცემა Goal.com-ის მიერ გამოქვეყნებულ 21 საუკეთესო ფეხბურთელის ჩამონათვალში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია. სია შედგენილია ევროპულ ლიგებში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ 2022-23 წლების სეზონში მიღწეული შედეგების მიხედვით.
Goal.com-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების რეიტინგში კვარაცხელია იკავებს მე-13 ადგილს.
Goal.com-ის 21 საუკეთესო ფეხბურთელის სია:
- ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი)
- კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
- ვინისიუს ჯუნიორი (მადრიდის რეალი)
- კილიან მბაპე (პსჟ)
- ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
- რონალდ არაუხო (ბარსელონა)
- ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
- რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
- ლიონელ მესი (პსჟ)
- მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა)
- როდრი (მანჩესტერ სიტი)
- მარტინ ოდეგაარდი (არსენალი)
- ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
- ბუკაიო საკა (არსენალი)
- ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი)
- ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდის ბორუსია)
- ანტუან გრიზმანი (მადრიდის ატლეტიკო)
- ნათან აკე (მანჩესტერ სიტი)
- ქარიმ ბენზემა (მადრიდის რეალი)
- პედრი (ბარსელონა)
- კიმ მინ-ჯე (ნაპოლი)