€3 მილიონ ევროს გამოყოფს ევროკავშირი და ევროპის საბჭო საქართველოსთვის

საქართველოშო ოთხი პროექტის განხორცილების მიზნით ევროკავშირი და ევროპის საბჭო სამ მილიონ ევროს გამოყოფს. პროექტები ხორციელდება პროგრამა პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის ფარგლებში.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ინფორმაციით, პროექტების მიზანს წარმოადგენს: ხელისუფლებას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაცია, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა, ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების გაძლიერება, კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პროგრამა „ხელს შეუწყობს საქართველოს თანხვედრას ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დღის წესრიგთან.“