ორგანიზაცია CENN ახორციელებს სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობის პროექტს, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს: ტყის მართვის გეგმების შემუშავება და განხორციელება, ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალური ხელისუფლების ჩართულობის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი მონაწილეობრივი მოდელის ტესტირება და საპილოტე პროექტების მხარდაჭერა ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით.
დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები, სპეციალისტები და კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
“პროექტის მიზანია ტყის დეგრადაციით გამოწვეული ემისიების შემცირება ტყეების მდგრადი მართვის გზით, ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული საწვავის ხელშეწყობა საწვავი ხე-ტყის მოხმარების შესამცირებლად და ადგილობრივი შემოსავლის წყაროების გასაზრდელად.
პროექტი ხორციელდება 3 სამიზნე რეგიონში და მოიცავს 8 მუნიციპალიტეტს, მათ შორის, ყვარლის, თელავის, ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს.
პროექტი ECO.Georgia დაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ და ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით,” – ნათქვამია CENN – ის ინფორმაციაში.