BESTLIFE-მა შეარჩია მსოფლიოს ათი საუკეთესო ისტორიული მუზეუმი. აღნიშნული გამოცემის რჩევით, შერჩეული მუზეუმები მოგზაურობის დროს მოსანახულებელი ადგილების სიაში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს. აღსანიშნავია, რომ BESTLIFE-ის საუკეთესო ისტორიული მუზეუმების ათეულში მოხვდა საქართველოს ეროვნული მუზეუმიც.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი (თბილისი, საქართველო), 2004 წელს დაარსდა და ერთ ლოკაციაზე ათი მუზეუმის კოლექციები გააერთიანა. მუზეუმი კარგად ასახავს საქართველოს გადამწყვეტ როლს ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და კავკასიის რეგიონის ისტორიაში. ყველაზე შთამბეჭდავი ექსპონატი არქეოლოგიური საგანძურია, საქართველოს პრეისტორიული სამეფოების ვერცხლისა და ოქროს წარმოუდგენელი სიწმინდეებით. მასთან ერთად კი საბჭოთა ოკუპაციის დარბაზი, 1921-1991 წლები, დისიდენტების სისტემატური მკვლელობისა და ქართული კულტურის განადგურების კამპანიის პერიოდი.
თოფქაფის სასახლე (სტამბული, თურქეთი);
აკროპოლისის მუზეუმი (ათენი, საბერძნეთი);
ანა ფრანკის სახლ–მუზეუმი (ამსტერდამი, ნიდერლანდები);
პირველი მსოფლიო ომის ეროვნული მუზეუმი და მემორიალი (კანზასი, მისური);
ახალი ზელანდიის Te Papa Tongarewa მუზეუმი (ველინგტონი, ახალი ზელანდია);
ეგვიპტის სიძველეების მუზეუმი (კაირო, ეგვიპტე);
ბეისბოლის ეროვნული დიდების დარბაზი და მუზეუმი (კუპერსთაუნი, ნიუ-იორკი);
ებრაული მუზეუმი (ბერლინი, გერმანია);
ისრაელის მუზეუმი (იერუსალიმი, ისრაელი).