თელავის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების ინფორმაციით, თბილისში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადია 2025-ის ფარგლებში გამართულ შეჯიბრზე, გაიმარჯვა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა.
თბილისმა უმასპინძლა აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებს მძლეოსნობაში, სადაც პირველი ადგილის მფლობელი გახდა სოფელ კონდოლის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი.
გამარჯვებული გუნდი ასპარეზობას გააგრძელებს დასკვნით/ფინალურ ეტაპზე.