თელავის ისტორიული მუზეუმი მასპინძლობს თელაველი შემოქმედის, ხელოვანის, ნინო მრელაშვილი-ბონდარენკოს ნამუშევრების გამოფენას. აღნიშნული გამოფენა თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, ერეკლეობის დღესასწაულზე და გაგრძელდება 13 ნოემბრის ჩათვლით.
როგორც ნინო მრელაშვილმა-ბონდარენკომ განაცხადა, დამთვალიერებელს საშუალება აქვს ნახოს როგორც ტიხრული მინანქრისგან გაფორმებული საიუველირო ნივთები, ასევე “წიგნი ხატები.” სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ნამუშევრების შეძენაც.
“მადლობას ვუხდი თელავის ისტორიულ მუზეუმს; მუზეუმის დირექტორს ბატონ გურამ ურჩუხიშვილს, ქალბატონ მაია აფციაურს, თინიკო თუშაბრამიშვილს, ანა მაისურაძეს და მუზეუმის სხვა თანამშრომლებს თანადგომისათვის. 7 ნოემბრიდან დღემდე, უამრავ დამთვალიერებელს ვმასპინძლობ. მოდის როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ასევე უცხოელი ტურისტები. ნამუშევრების შეძენის სურვილიც საკმაოდ დიდია, რაც ძალიან მახარებს. მე ხომ მათ ვატან ჩემს ნამუშევრებთან ერთად, იმ დადებით ენერგიას, რაც ჩადებული მაქვს მუშაობის პროცესში. შემოქმედი ადამიანისთვის არაფერია იმაზე დიდი სიხარულის მომტანი, როგორც სხვა ადამიანების აღფრთოვანებული თვალების დანხვა.”– განაცხადა ნინო მრელაშვილმა-ბონდარენკომ.
როგორც ხელოვნამა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, “წიგნი ხატების” შექმნის იდეა ემსახურება იმ სამი ღვთაებრივი საუნჯის გადარჩენას და პოპულარიზაციას, რომელიც ჯერ კიდევ ილიამ დაგვიტოვა მოსაფრთხილებლად-ენა, მამაული, სარწმუნოება.