თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, დღეს, 18 ივლისს, 21:00 საათიდან კოღოს საწინააღმდეგო საშუალებით შეიწამლება სოფლები: აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვ. ხოდაშენი და წინანდალი.
“შეწამვლის სამუშაოები განხორციელდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, ხოლო თელავსა და მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შეწამვლის პროცესი გაგრძელება მომდევნო კვირას,” – ნათქვამია განცხადებაში.