თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, “ქავერ სითის” კონცერტი გაიმართება.

17 ივლისს, 20:00 საათზე, ნადიკვრის პარკის ამფითეატრში გაიმართება კიდევ ერთი მუსიკალური საღამო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამჯერად მსმენელის წინაშე წარსდგება ბენდი “ქავერ სითი.”
ღონისძიებაზე, რომლის ორგანიზატორიც არის თელავის მუნიციპალიტეტის მერია, მსურველთათვის დასწრება თავისუფალია.