“ქართული სიმღერა თელავს” – ნადიკვრის პარკმა კიდევ ერთ მუსიკალურ საღამოს უმასპინძლა.

დღეს, თელავში, დასასვენებელ პარკ ნადიკვარზე გაიმართა კიდევ ერთი მუსიკალური საღამო.
თელაველებისა და ქალაქის სტუმრების წინაშე წარდგნენ ანსამბლები – “ქართული ხმები,” “ალილო,” “ფორტე,” თეატრალურის კვარტეტი”და “შვიდკაცა.” 
ღონისძიებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი.
აღსანიშნავია, რომ კონცერტი “ქართული სიმღერა თელავს,” გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნადიკვრის პარკში მუსიკალური საღამოები ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება.