თელავში თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

დღეს, ნადიკვრის პარკში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო და წიგნის – “უფლისჩიტა” პრეზენტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი და მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამარ ზაზანაშვილი.
ღონისძიებაზე შესრულდა თეონა ქუმსიაშვილის საავტორო სიმღერები.