12 ივლისს, თელავში, თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.

12 ივლისს, ნადიკვირს პარკში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაიმართება თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო და წიგნის პრეზენტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ – დავით არჩვაძე, დათო კენჭიაშვილი, დათო ცინცაძე, როლანდ ოქროპირიძე, ქეთა წიკლაური, ქეთი ასკილაშვილი, დები ზვიადაურები, დები სუარიშვილები, ტარიელ ხალხელაური, ანსამბლები – “სიონის ზარები,” “მზეშინა,” ლეილა ლეგაშვილი, ჟანა ხანჯალიაშვილის ქალთა გუნდი.
ღონისძიება დაიწყება 19:00 საათზე, ნადიკვრის ამფითეატრში.