თელავის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა შეხვდრები გამართა სოფელ ართანის, სანიორესა და ჯუღაანის მოსახლეობასთან.
მერიის ცნობით, პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრები ხვალ დასრულდება სოფელ ფშაველში, ლეჩურსა და ლალისყურში ჩანიშნული კრებებით.