თელავის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობასთან შეხვედრები.
დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი შეხვდა ყარაჯლის, რუისპირის, ახატლისა და იყალთოს მოსახლეობას.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა არის წლის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ხორციელდება მოსახლეობის აქტიური ჩართულობითა და მათი სურვილის შესაბამისად.
შეგახსენებთ, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო 3 თებერვალს, და გაგრძელდება 13 თებერვლის ჩათვლით.