დღეს, თელავის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სოფელ კურდღელაურში, გულგულასა და ვარდისუბანში.
ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვრელიშვილი.
დღევანდელ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ ადგილობრივების საჭიროებებს და მათთან ერთად განიხილეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები.
შეგახსენებთ, რომ უკვე მეოთხე წელია, რაც პროექტების ეფექტურად განხორციელების მიზნით, პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 50-ის ნაცვლად, 100% გაზრდილი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული და ჯამში გამოყოფილია 956 ათასი ლარი.