თელავის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” განსახორციელებლად, მოსახლეობასთან შეხვედრები ყოველდღიურ რეჟმში მიმდინარეობს.
დღეს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა ქვემო ხოდაშენში, წინანდალსა და კონდოლში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თითოეულ სოფელში, კრების ფორმატის შეხვედრების შედეგად შერჩეული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად გამოიყოფა 40 000 ლარი.
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება 3 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით.