დღეს თელავის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. დღეს შეხვედრები გაიმართა სოფელ აკურაში, ვანთასა და ბუშეტში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერის ლევან ანდრიაშვილის გადაწყვეტილებით, პროგრამის ბიუჯეტი გასული წლების მსგავსად, წელსაც 100%-ითაა გაზრდილი და შეადგენს 956 000 ლარს. მერიის ცნობით, ბიუჯეტის გაზრდის მიზანს წარმოადგენს შერჩეული პროექტების ეფექტური და ხარისხიანი განხორციელება.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციების საფუძველზე, მათივე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დაფინანსდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი – სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია, გარე განათების, სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების, გზების, ტროტუარების და გზის სხვა შემადგენელი ინფრასტრუქტურის, სკვერების, სპორტული სივცრეების მოწყობა და სხვა.
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება 3 თებერვლიდან 13 თებერვლის ჩათვლით. 
ხვალ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები შედგება – ქვ. ხოდაშენში, წინანდალსა და კონდოლში.