რა რაოდეონების ყურძენია გადამუშავებული ამ დროისთვის კახეთში

 

კახეთის რეგიონში, 22 სექტემბრის მდგომარეობით, გადამუშავებულია 142 ათას ტონამდე ყურძენი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნის მთლიან რაოდენობას შეადგენს: 58 ათას ტონამდე საფერავი,75 ათას ტონამდე რქაწითელი,  4 ათას ტონამდე კახური მწვანე და სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ყურძენი ღვინის საწარმოებს, ჩააბარა 13 000-მდე მევენახემ. 1 კილოგრამი გადამუშავებული რქაწითელის ფასი, 95 თეთრიდან 1.10 ლარამდე დაფიქსირდა. 1 კგ. საფერავში, გადახდილია 1.55-დან 1.75 ლარამდე.

სააგენტოს ინფორმაციით, რთველი კახეთის რეგიონში ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 400-ზე მეტი ღვინის კომპანია და მარანი. ყურძნის დაწურვის პროცესში ამ დრომდე ჩართული იყო 205 საწარმო. რაც შეეხება ყურძნის დღე-ღამურ გადამუშავებას 10 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს.