ლევან ანდრიაშვილმა თელაველ პედაგოგს ეროვნული პრემიის მოპოვება პირადად მიულოცა

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, თელავის მერაბ კოსტავას სახელობის N4 საჯარო სკოლის პედაგოგს ეკატერინე გურგენაშვილს, მასწავლებლის ეროვნული პრემიის მოპოვება პირადად მიულოცა.
შეხვედრაზერომელსაც ესწრებოდნენ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარიამ რომანიშვილიმეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი ეკა გიგიტელაშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამარ ზაზანაშვილიიმსჯელეს სკოლის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ საერთაშორისო პროექტებზესაუბარი ასევე შეეხო ახალ სასწავლო წელს და სკოლაში მიმდინარე საკითხებს
შეგახსენებთ, რომ მერაბ კოსტავას სახელობის თელავის N4 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგმა ეკატერინე გურგენაშვილმა, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მოიპოვა მასწავლებლის ეროვნული პრემია.