ავთანდილ პარწიკანაშვილი კონტაქტური კარატეს საერთაშორისო შეჯიბრის გამარჯვებულია

ბათუმში, საერთაშორისო ღია პირველობა გაიმართა კონტაქტურ კარატეში, სადაც მონაწილეობა მიიღო 13 ქვეყნის წარმომადგენელმა, 274-მა სპორტსმენმა.
საქართველო არაერთხელ ასახელა და ამჯერადაც პირველობა არავის დაუთმო თელაველმა ახალგაზრდა სპორტსმენმა ავთანდილ პარწიკანაშვილმა, რომელმაც 18 წლამდელთა აბსოლუტურ წონაში მოიპოვა გამარჯვება და დაიკავა დამსახურებული I ადგილი.
ავთანდილ პარწიკანაშვილმა პირველობის მოსაპოვებლად იმბრძოლა სამჯერ – ლატვიელთან, ყაზახთან და ქართველთან.
შეჯიბრის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონია.