თელავში მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

თელავში მოკლემეტრაჟიანი ფილმების მე-3 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს თელავში წარმოდგენილია  425 ფილმი 124 ქვეყნიდან.
მუნიციპალიტეტისთვის „ოქროს მტევანი“ გამორჩეული კონკურსია, სწორედ ამიტომ გასულ წლებში წარმატებით ჩატარებულმა ფესტივალებმა განაპირობა ფილმების მატება ყოველწლიურად. შედეგად, ფილმების ფესტივალმა გაზარდა როგორც ქალქის, ასევე ნიჭიერი ახალგაზრდა რეჟისორების ცნობადობა საერთაშორისო საზოგადოებაში.
2024 წელს, ფესტივალის პროგრამას დაემატა საკონკურსო და საგანმანათლებლო პროგრამები, მასტერკლასები, რომელთაც კოორდინაციას უწევდნენ: საქართველოს, ამერიკის, გერმანიის, პორტუგალიის, თურქეთის, ინდოეთის, ისრაელის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის წარმომადგენელი კინომცოდნე ჟიურის წევრები.
შეგახსენებთ, რომ 6 სექტემბერს გამოვლინდებიან მოკლემეტრაჟიანი ფილმების გამარჯვებულები დოკუმენტურ, მხატვრულ და ანიმაციურ ჟანრში.