თელავში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგო აღმაშენებლის გამზირის შესახვევში მდებარე მე-11 კორპუსის ეზოში, ამასთან, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ აღმაშენებლის შესახვევში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების რეაბილიტაციის პროექტი, უახლოეს დღეებში დასრულდება მე-9 კორპუსის ეზოს მოასფალტებით.