თელავისა და მუნიციპალიტეტის სოფლების ქუჩები კოღოს საწინააღმდეგო პრეპარატით შეიწამლება

თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის საყურადღებოდ ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ხვალ, 23 აგვისტოს, თელავისა და მუნიციპალიტეტის სოფლების ქუჩები კოღოს საწინააღმდეგო პრეპარატით შეიწამლება.
შეწამვლა 21:00 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება ცენტრალურ, აღმოსავლეთ და ძველი თელავის ქუჩებში და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში: აკურაში, ვანთაში, ბუშეტში, ქვ. ხოდაშენში, წინანდალში, კისისხევში, შალაურში, გულგულაში, ყარაჯალასა და რუისპირში.
აღსანიშნავია, რომ აქტივობას მთავრობის დადგენილებით წელს უკვე მეორედ ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.