თელავში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, მაჩაბლის სახელობის ქუჩაზე ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო, ამასთან, მოწყობილია ბორდიურები და სანიაღვრე სისტემა.
დღეს, მაჩაბელის სახელობის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თენგიზ მთვარელიშვილის თქმით, თელავში ერთდროულად მიმდინარეობს საკმაოდ ბევრი ქუჩის რეაბილიტაცია, რაც მოსახლეობის სურვილის და საჭიროების გათვალისწინებით ხორციელდება.
“ჩვენ ახლა ვიმყოფებით მაჩაბელის ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. მოწყობილია ბორდიურები და სანიაღვრე სისტემა. ქუჩის სრული რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება,”– განაცხადა თენგიზ მთვარელიშვილმა.