თელავში ოსტროვსკის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის საერთო სიგრძეზე, რომელიც 220 მეტრს შეადგენს, დაიგება ასფალტის საფარის მეორე ფენა, ამასთან, ამ დროისთვის უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კეთილმოწყობა დასრულებულია ყვარლისა (255მ) და დავითაშვილის სახელობის ქუჩებზე მდებარე მე-13 და მე-15 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შესასვლელებსა და ეზოებში.
სამუშაოების ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღემატება და იგი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.