თელავის მერიამ მოქალაქეთა საპროექტო ინიციატივების მიღება დაიწყო

პროექტის,დაგეგმე შენი ბიუჯეტის ფარგლებში მოქალაქეთა ინიციატივების მიღება დაიწყო. პროექტი, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის – კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში მხარდაჭერის ფარგლებში, მოითხოვს მოქალაქეთა ჩართულობას.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, 2025 წელს პროგრამის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს.

თუ გაქვს იდეარა უნდა გაკეთდეს შენს დასახლებაშიეს პროექტი შენთვისააჩაერთე მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამაშიმოიფიქრე საპროექტო იდეაშეავსე განაცხადის ფორმა და წარუდგინე მერიას.

საპროექტო წინადადების სავარაუდო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარსშემოიკრიბე თანამოაზრეები და იზრუნე შენი იდეის გამარჯვებაზე.

კრიტერიუმებსრომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპროექტო წინადადება:

საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებში;

საპროექტო წინადადების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მერის ბრძანებით საპროექტო წინადადებებისთვის განსაზღვრულ მაქსიმალურ თანხას – 100 000 ლარს;

წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარეან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში);

პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითადსათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი).

გამარჯვებული პროექტები თელავის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

გადადითქვემოთ მოცემულ ბმულზე და შეავსეთ განაცხადის ფორმა.

https://docs.google.com/…/1FAIpQLScFsgxSYBPAzQvAA…/viewform…

გაითვალისწინეთსაპროექტო წინადადებარომელიც სრულყოფილად არ იქნება შევსებულიარ განიხილება.

მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების პირველადი გადარჩევის შემდეგ კენჭისყრის ეტაპზე გადავა მხოლოდ ის განაცხადებირომლებიც საპროექტო წინადადებისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

მოსახლეობის მიერელექტრონული კენჭისყრის გზითშეირჩევა ერთი საპროექტო იდეა ქალაქ თელავშიხოლო დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულებში გამარჯვებულად გამოცხადდება ყველაზე მეტი ხმის მქონე ერთი ინიციატივა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ განაცხადების მიღება დასრულდება მიმდინარე წლის 12 აგვისტომდე.