დღეს, თელავის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა თელაველი მწერლის, სცენარისტისა და მუსიკოსის, ზაირა არსენიშვილის ანოტირებული ბიბლიოგრაფიული საძიებელი წიგნის პრეზენტაცია. წიგნი, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან ანდრიაშვილის მხარდაჭერით გამოიცა, მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იქნება მუნიციპალიტეტის ყველა ბიბლიოთეკაში.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას შორის ზაირა არსენიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრებიც იყვნენ, რომლებმაც გამორჩეული თელაველი ხელოვანი ქალბატონის შესახებ მრავალი ისტორია გაუზიარეს მსმენელს.