თუშეთში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას ფესტივალის გახსნა და „თუშეთობა“ მიულოცა.
„მიხარია, რომ ვარ თუშეთში, სადაც აღვნიშნავთ „მთის დღეებს“, „თუშეთობას“. ყველას მივულოცე „თუშეთობა“, აქაურობა არის ულამაზესი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ სილამაზეს და ტრადიციებს უფრთხილდება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი დღეების აღნიშვნა, რაც, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება,“ – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო კულინარიულ მასტერკლასში და მთის ერთგულებისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ადგილობრივებს მადლობა გადაუხადა.