კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიჩ ლუკოვაჩის შეხვდა, რომელიც სომხეთის დელეგაციასთან ერთად ეწვია კახეთს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში არსებული საკითხები და მიგრანტების თემში განვითარების მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
გარდა ამისა, საუბარი შეეხო კახეთის რეგიონში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებას. აქცენტი გაკეთდა რეგიონის პოტენციალზე ტურიზმის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელი, ნათია კვიციანი, თელავის ოფისის კოორდინატორი, მაკა ლეონოვი და პროექტის ასისტენტი, ლიკა ძამუკაშვილი.