თელავის გენდერული თანასწორობის საბჭო მოსახლეობასთან შეხვედრების ციკლს აგრძელებს

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბუშეტი, წინანდალში, ფშაველში, სანიორესა და რუისპირში შეხვდნენ მოსახლეობას.

აღნიშნული შეხვედრები განხორციელდა პროექტის – არავინ დარჩეს ყურადღების მიღმაჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება საქართველოში ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება World Vision საქართველოს მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან (NCDC) პარტნიორობით და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავს, მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების გაზრდას იმუნიზაციის და ჯანმრთელობის საკითხებზე, ჯანდაცვის სერვისებისა და ბავშვთა დაცვის სისტემების გაძლიერებას, სახელმწიფო დაწესებულებების ქვეშ მყოფი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას, მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით.