თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თამარის ქუჩის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება. დასკვნითი ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობას დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი მის მოადგილე, ნიკოლოზ მეტრეველთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები 568 მ სიგრძის გზის მონაკვეთზე მიმდინარეობდა. თამარის ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და ფეხით სავალი ნაწილი, ამასთან, მოასფალტდა საცხოვრებელი სახლების ეზოებში შესასვლელები.