თელაველი ხელოვანი, რომლის ექსპონატებიც თელავის ისტორიულმა მუზეუმმა შემოგვინახა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ხშირად უც­ნო­ბია იმ ადა­მი­ა­ნთა ვინაობა, რომ­ლებ­მაც თაობებს ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი ნი­მუ­შე­ბი შე­მო­უ­ნა­ხეს. ერთ-ერთი ასეთი ხელოვანი, თელაველი კოლექციონერი, ქეთევან იაშვილია, რომლის სახელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის.

თელავის ისტორიული მუზეუმი ინახავს 1870 ექსპონატს, საიდანაც 200, სწორედ ქეთევან იაშვილს ეკუთვნის და რომლის ღირებულებაც 400 მილიონ ლარად არის შეფასებული.

ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი დაიბადა თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შა­ლა­ურ­ში, 1883 წლის 23 აპ­რილს თა­ვად მე­რაბ იაშ­ვი­ლის ოჯახ­ში. მან ბავ­შვო­ბა და ახალ­გაზ­რდო­ბა თე­ლავ­ში გა­ა­ტა­რა.

ნა­ხე­ვარ სა­­კუ­ნე­ზე მე­ტია, რაც ჩემი ხალ­ხის ფი­ზი­კურ მშვე­ნი­­რე­ბას ვემ­სა­ხუ­რე­ბი, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე მისი სუ­ლი­­რი მშვე­ნი­­რე­ბის­თვი­საც გა­მე­წია ან­გა­რი­ში, ამ მიზ­ნით ვი­ძენ­დი ხე­ლოვ­ნე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ ქმნი­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ ჩემს ხალ­ხს, ერს, ჩემს სამ­შობ­ლოს ვუ­ძღვე­ნი, – წერ­და თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში პროფესიით ექიმ-კოსმეტოლოგი, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლი.

ქე­თე­ვა­ნ იაშვილი ბავ­შვო­ბი­დან­ვე ხე­ლოვ­ნე­ბით ყოფილა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და ოცნებობდა მხატ­ვრო­ბა­ზე. თე­ლავ­ში მუ­შა­ობ­და გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვა­რი, რომელსაც გახსნილი ჰქონია ხატ­ვის წრე. ქე­თე­ვა­ნი კი ამ წრეზე შესულა ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბის ასას­რუ­ლებ­ლად, თუმცა მხატ­ვრო­ბა არ გა­მოს­ვლია. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხე­ლოვ­ნე­ბას მა­ინც არ ჩა­მო­შორდა და და­ი­წყო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რო­ბა.

მას ფუ­ფუ­ნე­ბით არა­სო­დეს უცხოვ­რია. კოს­მე­ტო­ლო­გი­ა ხარკოვში შეის­წავ­ლა, რის შემ­დეგაც დამკვიდრდა თბილისში, გახ­სნა კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტი და შე­მო­სა­ვალს ხარ­ჯავ­და ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი­სა და უნი­კა­ლუ­რი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა­ზე. მის კო­ლექ­ცი­ას გარ­და ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი­სა, ამ­შვე­ნებს უნი­კა­ლუ­რი ნივ­თე­ბიც: გუ­დო­ნის ვე­ნე­რა, უნი­კა­ლუ­რი ჩი­ნუ­რი ვა­ზე­ბი, ბუ­დას ქან­და­კე­ბა, რო­მის მი­ნი­ა­ტუ­რუ­ლი ხე­დე­ბი და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ნივ­თე­ბი.

თი­თო­ე­უ­ლი ექ­სპო­ნა­ტის შე­ძე­ნას თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს, რო­მე­ლიც ქე­თე­ვან იაშ­ვილ­მა თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში აღ­წე­რა და შე­მო­ი­ნა­ხა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა გერ­მა­ნე­ლი მხატ­ვრის, კარლ პი­ლო­ტის ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლოს – საფ­რან­გე­თის მეფე ლუ­დო­ვი­კო მეჩ­ვიდ­მე­ტე ია­კო­ბი­ნე­ლებ­თან აღ­მო­ჩე­ნის ის­ტო­რია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ტი­ლოს ორი­გი­ნა­ლი, ქე­თე­ვან იაშ­ვი­ლის წყა­ლო­ბით თე­ლა­ვის ის­ტო­რი­ულ მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი, ხოლო მხატ­ვრის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში, დრეზ­დენ­ში მისი ას­ლია გა­მო­ფე­ნი­ლი.